პირველ კლასში  მიღების  წესი /ეტაპები:

1.გასაუბრება მშობელთან (კანონიერ წარმომადგენელთან) – სკოლაში მიღების, სწავლების, მშობელსა(კანონიერ წარმომადგენელსა) და სკოლას შორის არსებული ურთიერთობებისა და ხელშეკრულების პირობების გაცნობის მიზნით;

2. მშობლის(კანონიერი წარმომადგენელის) განცხადების საფუძველზე, მისაღებ მოსწავლესთან გასუბრების თარიღის დანიშვნა;

3. მისაღები პირველკლასელის გასაუბრება დაწყებითი კლასის მასწავლებელთან და სკოლის ფსიქოლოგთან – საგნობრივი სტანდარტის შესაბამისად სასკოლო და ფსიქოსოციალური, ქცევითი და ემოციური მზაობის შეფასებისთვის;  

4. სკოლაში მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის მოთხოვნა, კერძოდ:

  • დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი
  • 2 ფოტოსურათი 3×4 ფორმატში
  • ჯანმრთელობის ცნობა (აცრები)
  • მშობლების პირადობის მოწმობის ასლი
  • ცნობა მშობლების საქმიანობის შესახებ
  • მრავალშვილიანობის, სოციალურად დაუცველის, იძულებით გადაადგილებულის, შესახებ ცნობები.(ასეთის არსებობის შემთხვევაში);

 

5. ხელშეკრულებით განსაზღვრული, სწავლების საფასურის პირველი ნაწილის გადასახდელად, მშობლისთვის შესაბამისი ინვოისის გამოწერა(ბუღალტერია) და მშობელთან ხელშეკრულების გაფორმება;

6. მოსწავლის ჩარიცხვა რიგითობის დაცვით (ინვოისით განსაზღვრული თანხის ჩარიცხვის თარიღის მიხედვით);

7. პირველკლასელთა რეგისტრაცია სკოლების მართვის საინფორმაციო (e-school) სისტემაში ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პირველ კლასში მოსწავლეთა რეგისტრაციისთვის ვადის განსაზღვრის თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების შესაბამისად.

 

II-XII კლასებში  მიღების  წესი /ეტაპები

 1. გასაუბრება მისაღები მოსწავლის მშობელთან (კანონიერ წარმომადგენელთან) – სკოლაში მიღების, სწავლების, მშობელსა (კანონიერ წარმომადგენელსა) და სკოლას შორის არსებული ურთიერთობებისა და ხელშეკრულების პირობების გაცნობის მიზნით;

2. მშობლის (კანონიერ წარმომადგენელის) განცხადების საფუძველზე, მისაღებ მოსწავლესთან დიაგნოსტიკური გასუბრების ან და ტესტირების თარიღის დანიშვნა;

3. კომპლექსური სადიაგნოსტიკო ტესტი II-XII კლასების მოსწავლეთათვის (ქართული, მათემატიკა, საბუნებისმეტყველო საგნები);

4. გასაუბრება ინგლისურსა ან/და გერმანულ ენაში (II კლასიდან);

5. ტესტირება უცხო ენის შესაბამისი დონის ჯგუფში მოსახვედრად:

  • გერმანულში (V კლასიდან);
  • ინგლისურში (X კლასიდან).

6. სკოლაში მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის მოთხოვნა, კერძოდ:

  • დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • 2 ფოტოსურათი 3×4 ფორმატში;
  • ჯანმრთელობის ცნობა (აცრები);
  • მშობლების პირადობის მოწმობის ასლი;
  • მრავალშვილიანობის, სოციალურად დაუცველის, იძულებით გადაადგილებულის, შესახებ ცნობები.(ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სკოლის (სადაც სწავლობდა მისაღები მოსწავლე) მიერ გაცემული შეფასებებისა და გაცდენების აღრიცხვის ფურცელი (მიმდინარე, სემესტრული ან საბოლოო);

7. ხელშეკრულებით განსაზღვრული სწავლების საფასურის პირველი ნაწილის გადასახდელად მშობლისთვის შესაბამისი ინვოისის გამოწერა(ბუღალტერია) და მშობელთან ხელშეკრულების გაფორმება;

8. მოსწავლის ჩარიცხვა რიგითობის დაცვით (ინვოისით განსაზღვრული თანხის ჩარიცხვის თარიღის მიხედვით);

9. ელექტრონული მოთხოვნის გაგზავნა სკოლების მართვის საინფორმაციო (e-school) სისტემის საშუალებით;

10. ელექტრონული დასტურის მიღების შემდგომ მოსწავლის ჩარიცხვა შესაბამის კლასში დირექტორის ბრძანებით.