საქართველოს სასწავლო ცენტრი ჯი-ელ-სის საერთაშორისო სკოლა აცხადებს მოსწავლეთა მიღებას 2021-2022 სასწავლო წლისათვის სწავლების სამივე საფეხურზე !!!

 

პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ანკეტა  https://forms.gle/ZyNp5PrmqWeTmhV5A

 

  • გერმანული ენის სადიპლომო სკოლა – DSD Schule 2012 წლიდან.
  • ჰაიდელბერგის ენის აკადემიის წარმომადგენელი 2008 წლიდან.
  • TOEFL-ის სასერტიფიკატო სკოლა 2016 წლიდან.
  • კურსდამთავრებულთა რაოდენობა 1300-ზე მეტი.
  • სწავლის საფასური:  5000  ლარი  სწავლების ყველა საფეხურზე

გათვალისწინებული შეღავათები:

  • ერთი ოჯახიდან ორი ან მეტი ბავშვის სწავლის შემთხვევაში, თითოეული მოსწავლის სწავლის საფასურს დააკლდება 10%.
  • ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, ინგლისური ენის ან გერმანული ენის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურში  გადასული მოსწავლე, ჯი-ელ-სის სკოლაში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში მიიღებს 1000 ლარიან სასწავლო გრანტს.  თუ მოსწავლე, ზემოთ ჩამოთვლილ ოლიმპიადებიდან ორი ან მეტი საგნობრივი ოლიმპიადის მესამე ტურში მოხვდება, გრანტის ოდენობა დაჯამდება.
  • მაღალი აკადემიური მოსწრების VI- XII კლასის მოსწავლეებისათვის  შესაძლებელია  დამატებითი მიზნობრივი დაფინანსება სკოლისაგან!!!
  • სკოლა მზადაა დამატებით  ერთწლიანი, 1000  ლარიანი სასწავლო გრანტის გასაცემად იმ მოსწავლეებისათვის, რომლებიც შესაბამისი კლასის სასკოლო ქვიზებში ჯამურად დააგროვებენ ქულების 90 %-ს და მეტს. გრანტების რაოდენობა არ არის შეზღუდული. სასწავლო გრანტის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ჯი-ელ-სის სკოლაში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში.
  • საგრანტო კონკურსი სასკოლო ქვიზების სახით ყოველი სასწავლო წლის ბოლოს, ივნისის თვეში ჩატარდება შემდეგ საგნებში:
  • V კლასი – მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, გერმანული ენა, ინგლისური ენა
  • VI კლასი – მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, გერმანული ენა, ინგლისური ენა
  • VII კლასი – მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, გერმანული ენა, ინგლისური ენა
  • VIII კლასი – მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, გერმანული ენა, ინგლისური ენა
  • IX კლასი – მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, გერმანული ენა, ინგლისური ენა, და არჩევით – ერთი საგანი ჩამოთვლილთაგან: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ისტორია, გეოგრაფია
  • X კლასი –  მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, გერმანული ენა, ინგლისური ენა, და არჩევით – ერთი საგანი ჩამოთვლილთაგან: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ისტორია, გეოგრაფია.
  • XI კლასი –  მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, გერმანული ენა, ინგლისური ენა, და არჩევით – ერთი საგანი ჩამოთვლილთაგან: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ისტორია, გეოგრაფია.

 

სწავლის საფასურში შედის: 

  • I საფეხური (I-დან VI-კლასამდე ):  ორჯერადი კვება,  დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურეობა 18:00 საათამდე, საშინაო დავალებების სრულად მომზადება;
  • I,II და III საფეხურზე სასერტიფიკატო და სადიპლომო გამოცდის ღირებულება
  • III კლასიდან: წიგნის მოყვარულთა კლუბი – ინგლისურ ენაში სამეტყველო და საკომუნიკაციო უნარების განვითარებისათვის;
  • III კლასიდან: ინგლისური ენის ყოველწლიური  სასერტიფიკატო გამოცდების შესაბამისი პროგრამით მზადება გაზრდილი საათობრივი ბადით;
  • III  კლასიდან: ბუნების მეგობართა კლუბი;
  • V  კლასიდან: დამატებითი მეცადინეობა კათედრის    დღეებში სკოლის  ნებისმიერ  მასწავლებელთან;
  • V  კლასიდან: ნორჩ ფილოლოგთა კლუბი – შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნების, აკადემიური წერის უნარების განვითარებისათვის;
  • V-VI-VII  კლასებში: უცხოური ენის თავისუფალი გაკვეთილები  იმ   მოტივირებული მოსწავლეებისათვის, რომლებიც იმუშავებენ  გერმანულ და ინგლისურენოვან მოხალისეებთან არაპროგრამულ მასალაზე ;
  • VII  კლასიდან:  კლუბი  „გალუას მიმდევრები“  – მათემატიკით დაინტერესებული  მოსწავლეებისათვის;
  • X-XI-XII  კლასებში: ეროვნული გამოცდებისათვის მზადება გაზრდილი საათობრივი ბადით,    მცირერიცხოვან ჯგუფებში და გამოცდის მრავალჯერადი  იმიტაციებით;
  • IX-X-XI-XII კლასებში: ენების საერთაშორისო სკოლებსა და პარტნიორ სკოლებში სტუმრობის შესაძლებლობა, მოსწავლეთა გაცვლა, საერთაშორისო ბანაკებში გამგზავრება, საერთაშორისო კონკურსებისათვის მოსამზადებლად  სასკოლო კონკურსების ორგანიზება, საზღვარგარეთ სწავლის მსურველთა გამოკვეთა და ინფორმირება, კონსულტაციები და დახმარება უმაღლესი სასწავლებლის შერჩევასა და დაფინანსების მოპოვებაში.

სკოლაში მიღების დღეებია: ხუთშაბათი, პარასკევი და  შაბათი, 11:00სთ-დან 14:00საათამდე

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით :  568 995885 და 555305566

მისამართი: ჯ.ნადირაძის ქუჩა N46, შესასვლელი ქავთარაძის ქუჩის N44-დან, თბილისი.