სკოლა ,,ჯი-ელ-სის“ ჰუმანიტარულ საგანთა კათედრა იაკობ გოგებაშვილის საიუბილეო წელთან დაკავშირებით აცხადებს კონკურსს
კონკურსია მიზანი: დღეს, დისტანციური სწავლებისა და არასტანდარტული აკადემიური რეჟიმის პირობებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი მოსწავლეების ნიჭისა და შესაძლებლობების წახალისება, აზროვნების განვითარება, წერითი და შემოქმედებითი უნარების გამოვლენა და დახვეწა
კონკურსის პირობები:
I-IV კლასები – ქართული ანბანის საუკეთესო ხელმწერი (კალიგრაფი)
V- VII კლასები – – ზღაპრის შექმნა საახალწლო თემაზე.
VIII-XII კლასები – ესეს დაწერა – რა მომწონს ონლაინსწავლებაში და რა – არა
ნამუშევრების ჩაბარება 15 დეკემბრამდე.
საუკეთესო ნამუშევრების ავტორები გამოვლინდებიან 20 დეკემბრისათვის.
გამარჯვებულები მიიღებენ სერტიფიკატს და მათი ნამუშევრები გამოქვეყნდება სკოლის ვებგვერდზე
დამატებით ინფორმაციას კონკურსის პირობების შესახებ მოგაწვდიან საგნის მასწავლებლები.