მოიპოვე დამატებითი მიზნობრივი დაფინანსება სკოლისაგან!
სასწავლო გრანტები მაღალი აკადემიური მოსწრების VI- XII კლასის მოსწავლეებისათვის!
სკოლა მზადაა დამატებით ერთწლიანი, 1000 ლარიანი სასწავლო გრანტის გასაცემად იმ მოსწავლეებისათვის, რომლებიც შესაბამისი კლასის სასკოლო ქვიზებში ჯამურად დააგროვებენ ქულების 90 %-ს და მეტს. გრანტების რაოდენობა არ არის შეზღუდული. სასწავლო გრანტის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ჯი-ელ-სის სკოლაში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში.
საგრანტო კონკურსი სასკოლო ქვიზების სახით ყოველი სასწავლო წლის ბოლოს, ივნისის თვეში ჩატარდება შემდეგ საგნებში:
-
V კლასი – მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, გერმანული ენა, ინგლისური ენა
-
VI კლასი – მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, გერმანული ენა, ინგლისური ენა
-
VII კლასი – მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, გერმანული ენა, ინგლისური ენა
-
VIII კლასი – მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, გერმანული ენა, ინგლისური ენა
-
IX კლასი – მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, გერმანული ენა, ინგლისური ენა, და არჩევით – ერთი საგანი ჩამოთვლილთაგან: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ისტორია, გეოგრაფია
-
X კლასი – მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, გერმანული ენა, ინგლისური ენა, და არჩევით – ერთი საგანი ჩამოთვლილთაგან: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ისტორია, გეოგრაფია.
-
XI კლასი – მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, გერმანული ენა, ინგლისური ენა, და არჩევით – ერთი საგანი ჩამოთვლილთაგან: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ისტორია, გეოგრაფია.
-
ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, ინგლისური ენის ან გერმანული ენის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურში გადასული მოსწავლე, ჯი-ელ-სის სკოლაში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში მიიღებს 1000 ლარიან სასწავლო გრანტს.
-
თუ მოსწავლე, ზემოთ ჩამოთვლილ ოლიმპიადებიდან ორი ან მეტი საგნობრივი ოლიმპიადის მესამე ტურში მოხვდება, გრანტის ოდენობა დაჯამდება.